ბათუმში უკრაინის პრეზიდენტს ელოდებიან

19 ივლისი 2017, 00:00 3339 ნახვა

დაახლოებით ორ საათში ბათუმს უკრაინის პრეზიდენტი ეწვევა. პეტრო პოროშენკო ,,აჭარის საინვესტიციო ფორუმს“ გახსნის, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტთან ერთად მიიღებს. მანამდე კი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს დახურულ ფორმატში შეხვდება. 4 წლის შემდეგ საქართველო - უკრაინას შორის დღეს  კიდევ ერთი შეთანხმება გაფორმდება.

რეგიონში უკვე კეთდება წინასწარი პროგნოზები, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავებას. რას უნდა  ველოდოთ პოროშენკოს ვიზიტისგან? რომელი მიმართულებები გახდება საქართველო - უკრაინას შორის პრიორიტეტული? და მთავარი -იქნება თუ არა სარგებლის მომტანი ეს ყველაფერი მოსახლეობისთვის?

,,აჭარის საინვესტიციო ფორუმი“ 16 საათსა და 30 წუთზე დაიწყება, რომელსაც ჩვენ პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. მთავარი სპეციალური გამოშვებით ღონისძიების დაწყებისთანავე დაიწყება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში