პრეზიდენტები საოკუპაციო ხაზთან

19 ივლისი 2017, 00:00 2427 ნახვა

უკრაინის მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და გზავნილები რუსეთს. პეტრო პოროშენკო და გიორგი მარგველაშვილი, ადმინისტრაციის წევრებთან ერთად დღეს ოძისსა და ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ.

“ეს არ არის ოკუპაციის ხაზი, ეს არ არის გამყოფი ხაზი, ეს არის უფსკრული წარსულს და მომავალს შორის. ეს არის რუსეთის აგრესიის შედეგი” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. “ასეთი ოკუპაციის ხაზები აუცილებლად დაინგრევა” – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. პოროშენკო ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის განათლებისა და ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობით დაინტერესდა.  

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში