პარტიების შემოწირულობები არჩევნების წინ

19 ივლისი 2017, 00:00 2563 ნახვა

არჩევნების მოახლოებასთან ერთად ციფრები გაიზარდება, თუმცა მანამდე გაგაცნობთ რომელ პოლიტიკურ პარტიას რა თანხა შეწირეს წლის პირველ ნახევარში და ვინ არიან შემწირველები. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტი - 130 ათასი ლარი საჩუქრად “ნაციონალური მოძრაობის” გაყოფის შედეგად შექმნილმა ახალმა პარტიამ “ევროპულმა საქართველომ” მიიღო, ყველაზე ცოტა – 20 ლარი კი “რესპუბლიკურმა პარტიამ.”

შემწირველები ძირითადად პარტიის წევრები და დეპუტატები არიან, თუმცა მესამე სექტორში ეჭვობენ, რომ სურათი ცოტა ხანში შეიცვლება, რადგან ტენდენციის მიხედვით შემწირველები ძირითადად ის ბიზნესმენები ხდებიან, რომლებიც საპასუხოდ მთავრობისგან შეღავათებს ელიან. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში