უნიკალური ბუნება და ისტორია- ხიხანის ციხე

19 ივლისი 2017, 00:00 6295 ნახვა

ზღვის დონიდან 2 635 მეტრზე - უძველესი ნასახლარები, შუა საუკუნეების ხიხანის ციხე და აბუსერისძეთა სასახლეები ხულოში. ციხესიმაგრემდე ნახევარკილომეტრიანი მონაკვეთი ფეხით უნდა დაფაროთ, თუმცა მოუწესრიგებელია ის გზა რომელიც საფეხმავლო ბილიკამდე მიგიყვანთ.

სწორედ ამას უკავშირებენ ადგილობრივები საოჯახო სასტუმროებში სტუმრების ნაკლებობას და დაინტერესებული ტურისტების თავშეკავებას, რომლებიც გაუმართავი ინფრასტრუქტურის და დიდი მანძილის გამო ისტორიული ობიექტის ნახვაზე უარს ამბობენ. მოსახლეობა ფიქრობს, რომ აუცილებელია საბაგირო გზის მოწყობაც, თუმცა ეს საკითხი ჯერ სპეციალისტებს არ შეუსწავლიათ. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში