უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი დასრულდა

20 ივლისი 2017, 00:00 3157 ნახვა

საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალური 2 დღიანი ვიზიტი დასრულდა. ვიზიტის ბოლოს საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები  ქედას ესტუმრნენ. 

ორი ქვეყნის პრეზიდენტს ოჯახებთან ერთად ქედაში ,,აჭარული ღვინის სახლში” რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ უმასპინძლა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან პეტრო პოროშენკო და უკრაინის სახელმწიფო დელეგაცია გიორგი მარგველაშვილმა და ზურაბ პატარაძემ გააცილეს. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში