გიორგი აბაშიშვილის განცხადება

20 ივლისი 2017, 00:00 3616 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს პრეზიდენტის იმიჯის წინააღმდეგ მუშაობას სთხოვს.

აბაშიშვილი ამბობს, რომ   მაშინ როცა გიორგი მარგველაშვილი ელჩებს რუსული რუსული ოკუპაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ მთელს მსოფლიოში მუშაობის გაძლიერებისკენ მოუწოდებს, პარლამენტის თავმჯდომარე გიორგი მარგველაშვილის საწინააღმდეგო პოლიტიკას ატარებს. საგარეო საქმეთა სამინისტროში პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას დასანანს უწოდებენ. უწყების ხელმძღვანელის თქმით, ეს არის სრულიად უსაფუძვლო განცხადება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში