გამგებლობის კანდიდატის წარდგენა

20 ივლისი 2017, 00:00 2565 ნახვა

ხულოში პარტია „ევროპული საქართველოს“ გამგებლობის კანდიდატი ნუგზარ სოლომონიძე იქნება. პარტიის ლიდერმა კანდიდატი მოქალაქეებს დღეს წარუდგინა. ნუგზარ სოლომონიძემ ამომრჩევლებს პარტიის სოციალურ პროგრამა გააცნო. პროგრამა პენსიის  40 ლარით გაზრდას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მაღალმთიანეთის გაზიფიცირებას და გზების კეთილმოწყობას ითვალისწინებს.

ნუგზარ სოლომონიძე, ხულოს საკრებულოს წევრია. ის საკრებულოში “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენდა,  მოგვიანებით კი მან პარტია დატოვა  და თებერვლიდან „ევროპული საქართველოს“ ხულოს ორგანიზაციის  თავმჯდომარეა. დღესვე დავით ბაქრაძე   გამგებლობის კანდიდატს შუახევშიც  წარადგენს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში