“CHECK IN GEORGIA” - საიას ანგარიში

20 ივლისი 2017, 00:00 3304 ნახვა

სამ დიდ ღონისძიებაზე - ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი და მაროონ 5, ინტერნეტის საშუალებით სულ 56 ათას 596 ბილეთი გაიყიდა.  მათ შორის 2 ათას 958 ბილეთი 49 ქვეყანაში გაიყიდა, რაც ინტერნეტით გაყიდული ბილეთების 5, 23% ია. კვლევა,  რომელიც 2016 წელს „Check in Georgia” -ფარგლებში ჩატარებულ კონცერტებს ეხება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ჩაატარა.

მესამე სექტორში აცხადებენ, რომ პროექტის ავტორების მოსაზრება, რომ „Check in Georgia” უცხოელი ტურისტების ზრდას შეუწყობდა ხელს, არ გამართლდა. ამის გარდა ასოციაციაში ამბობენ, რომ პროექტის ფარგლებში გაწეული ხარჯების დიდი ნაწილი გამარტივებულ სახელმწიფო შესყიდვებზე მოდის,  დღემდე არ არსებობს დოკუმენტი რომელშიც  დეტალურად იქნებოდა გაწერილი თუ რა იყო პროექტის მიზანი. ამიტომ საია-ს მიმართავს ხელისუფლებას, რომ  მაქსიმალურად უზრუნველყოს საჯარო ფინანსების გამჭვირვალედ ხარჯვა და სახელმწიფო შესყიდვების კონკურენტული ფორმების გამოყენება. არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა კულტურის მინისტრმა.

ამავე კატეგორიაში