აფგან მუხტარლის საქმე

20 ივლისი 2017, 00:00 2301 ნახვა

სასაზღვრო პოლიციის უფროსი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი  თანამდებობიდან გათავისუფლდნენ. მიზეზად შინაგან საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეს ასახელებს.

გიორგი მღებრიშვილის თქმით, იმისთვის რომ გამოძიების მიმდინარეობის დროს საზოგადოებაში კითხვები არ გაჩნდეს, ერთობლივი გადაწყვეტილებით  მაღალჩინოსნებმა დაკავებული პოსტები დატოვეს. მინისტრი ამბობს, რომ დაიკითხა 350-მდე მოწმე და  სხვადასხვა ტერიტორიიდან ამოღებული ვიდეო - ჩანაწერები. ამის მიუხედავად გამოძიებასთან დაკავშირებით   აფგან მუხთარლის ადვოკატს კითხვები მაინც  აქვს.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში