საკონსტიტუციო სარჩელი

20 ივლისი 2017, 00:00 3139 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოში თითქმის 7 საათია საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს სარჩელს განიხილავს. შიიტი მუსლიმები ითხოვენ, რომ მათ   საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის სანაცვლოდ თანხა,  როგორც ცალკე რელიგიურ მიმდინარეობას  აუნაზღაურდეს.

ამბობენ, რომ შიიტ, სუნიტ და სხვა მიმდინარეობის მუსლიმებს აქვთ საერთო დაფინანსება, 2014 წელს მიღებული ეს  წესი კი მათი ინფორმაციით  არ ვრცელდება ქრისტიანულ მიმდინარეობებზე. ფიქრობენ, რომ კონსტიტუციის მე-14 მუხლი ირღვევა, დადგენილი წესი კი სახელმწიფოსთვის საფრთხეებსაც შეიცავს. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში