448 მოქალაქეს მთის სტატუსი შეუჩერდა

22 ივლისი 2017, 00:00 2953 ნახვა

ქედაში 448 მოქალაქეს მთის სტატუსი შეუწყდა.  სტატუსის მინიჭების საბჭოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ მიზეზი რეგისტრაციის ცვლილება და გარდაცვალება გახდა. ასევე, სტატუსი დროებით შეუჩერდა 355 სტუდენტს, რომელიც მუნიციპალიტეტში დროებით აღარ ცხოვრობს.

2016 წლის იანვრიდან დღემდე მთის სტატუსის შეღავათით მუნიციპალიტეტში 15 ათას 112 მოქალაქე სარგებლობს. ამ დროისთვის ქედის გამგეობაში მთის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით 11 განცხადებაა შესული. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში