ოპოზიციის ბრალდება “ბათუმის კორპუსს” და პასუხი

07 ივნისი 2016, 00:00 2911 ნახვა

“ერთიანობის დარბაზის” კვოტით ბათუმის საკრებულოში რამაზ სურმანიძე გოჩა ხიმშიაშვილმა ჩაანაცვლა. დღესვე საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტში ცვლილებების შესახებაც იმსჯელეს, შემოსულობების ხარჯზე ის მილიონ 500 ათასი ლარით გაიზარდა. თანხები სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოზე, მერიის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციასა და კულტურულ ღონისძიებებზე გადანაწილდება. ხმაური ბიუჯეტიდან აიპი ბათუმის კორპუსის მიერ გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის ნაცდურის ანაზღაურების საკითხის განხილვას. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი გიორგი კირთაძე პოლიტიკურ დევნასა და არამიზნობრივ ხარჯებზე საუბრობს. მისივე მტკიცებით, ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით 100 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება. ამასთან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ქალაქის მერისა და აიპის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას გეგმავს. თავად აიპი ბათუმის კორპუსის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ თავის დროზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც აღნიშნული თანამშრომლები სამსახურიდან დაითხოვა.

ამავე კატეგორიაში