სარჩელი შსს-ს და პარლამენტის წინააღმდეგ

22 ივლისი 2017, 00:00 2667 ნახვა

სარჩელი შინაგან საქმეთა სამინისტროს და პარლამენტის წინააღმდეგ, უწყებას შპს-ები „გიგანტი სექიურითი“ და „იუნაითედ სექიურითი”  ედავებიან.

მოსარჩელეებისთვის პრობლემურია ის გარემოება, რომ სადავო ნორმები დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ანიჭებს უფლებამოსილებას, იმოქმედოს, როგორც კერძო დაცვითი ორგანიზაციების საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელმა ორგანომ, და ასევე თავად განახორციელოს დაცვითი საქმიანობა. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია არსებითად განიხილავს. პროცესი უკვე სამი საათია მიმდინარეობს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში