„მომავალი C ჰეპატიტის გარეშე“

24 ივლისი 2017, 00:00 3385 ნახვა

აჭარაში, C ჰეპატიტთან ბრძოლის კვირეული დღეს იწყება. 24 ივლისიდან ერთი კვირის განმავლობაში, ნებისმიერ მსურველს საშუალება ეძლევა გამოკვლევა უფასოდ ჩაიტაროს. ცნობილია ლოკაციებიც. 11 საათიდან მედიკოსთა ჯგუფები მოქალაქეებს ბათუმში, პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე მოემსახურებიან.

ასევე დაინტერესებულ პირებს  ხუთივე მუნიციპალიტეტში, C ჰეპატიტზე სკრინინგს უფასოდ ჩაუტარებენ.კვირეულის ორგანიზატორი აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს წარმომადგენლები არიან.

ამავე კატეგორიაში