სტიქიის შედეგები

24 ივლისი 2017, 00:00 3211 ნახვა

ქობულეთში, 3 საცხოვრებელ სახლთან ფერდსამაგრი კედლები გაკეთდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარება რამდენიმე დღის წინ მოსული უხვი ნალექის გამო გახდა საჭირო. 

რა რაოდენობის ზარალი მიაყენა ქობულეთს უხვმა ნალექმა  კონკრეტულ შედეგებზე გამგეობაში ამ დრომდე  ვერ საუბრობენ. აცხადებენ, რომ ჯერ გეოლოგიური დასკვნა უნდა მომზადდეს რის შემდეგაც მოხდება ხარჯთაღრიცხვა. მალხაზ რომანაძის თქმით, ჯერ ასევე არ გადაუწყვეტია რა დახმარება გაეწევა დატბორილ ორ ოჯახს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში