19 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები გადაეცა

24 ივლისი 2017, 00:00 2972 ნახვა

თამარის დასახლებაში მდებარე სოციალურ სახლში ეკომიგრანტ ოჯახებზე, საცხოვრებელი ბინების საკუთრებაში გადაცემის პროცედურები დაიწყო. ფართების განაწილება კენჭისყრის წესით განხორციელდა. უახლოეს დღეებში კი მათთან საკუთრების ინდივიდუალური ხელშეკრულებები გაფორმდება.

ბენეფიციართა განცხადებები სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეულმა სამთავრობო კომისიამ შეისწავლა და 19 ოჯახზე ბინების დაკანონების რეკომენდაცია გასცა.

სოციალური სახლი 10 სართულიანია. შენობაში 58 ბინა განთავსდა.  პროექტის ღირებულება დაახლოებით 3 მილიონი ლარია. სოციალური სახლის მშენებლობა 2015 წლის ივლისში დაიწყო და 2016 წელს დასრულდა.

ამავე კატეგორიაში