პროკურატურამ არჩილ დევრიშაძე დააკავა

24 ივლისი 2017, 00:00 5161 ნახვა

პროკურატურამ არჩილ დევრიშაძე დააკავა. ის აჭარის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობის ჩადენის ფაქტზე, აიყვანეს.

გამოძიების ინფორმაციით,   2017 წლის 21 ივლისს ის ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მივიდა, აღნიშნულ მონაკვეთში თანაშემწე-გამომძიებელი სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, მაგრამ სამსახურებრივი მაისური ეცვა და სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი თან ჰქონდა.არჩილ დევრისაძემ მოქალაქეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ცეცხლსასროლი იარაღიდან  გასროლა მოახდინა. პოლიციელმა აღნიშნული ძალადობრივი ქმედებით, საზოგადოებრივი წესრიგი უხეშად დაარღვია და ძალადობის მუქარით აშკარად გამოხატა უპატივცემულობა შემთხვევის ადგილზე მყოფი სხვა პირების მიმართ.

სამართალდამცველებმა დევრიშაძე მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თავის საცხოვრებელ სახლში დააკავეს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა, სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში, რომელიც რამდენიმე წუთის გავრცელდა.

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში