რომან ქათამაძე მუქარაზე საუბრობს

24 ივლისი 2017, 00:00 4988 ნახვა

პირი, რომლის მიმართაც 21 ივლისს გასროლა განხორციელდა  ამბობს, რომ ემუქრებიან. რომან ქათამაძის თქმით, მასთან უცნობი პირები მივიდნენ, რომლებიც პროკურატურიდან განცხადების უკან  გამოტანას აიძულებენ.

რაც შეეხება პარასკევს მომხდარ ინციდენტს, მოკვლევას გენერალური ინსპექცია აწარმოებს. თუმცა უწყებაში არ აკონკრეტებენ რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება თუ განზრახ მკვლელობის მცდელობა. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში