გია ხალვაში ნაციონალურ მოძრაობას შეუერთდა

24 ივლისი 2017, 00:00 2681 ნახვა

არჩილ დევრიშაძე გენერალურმა ინსპექციამ და პროკურატურამ შემთხვევიდან 3 დღეში დააკავეს, გია ხალვაში კი, როგორც ამას თავად ამბობს, სამსახურიდან პოლიტიკური მოტივით, ოფიციალურად კი რამდენიმე თვის წინ მომხდარი დისციპლინარული გადაცდომების გამო გაათავისუფლეს.

ეს ის პოლიციელია, რომელიც 11-12 მარტის აქციის შემდეგ, სასამართლო პროცესზე, მეწყვილის მეგი ხუნწელიას წინააღმდეგ გაკეთებული განცხადების შემდეგ გაათავისუფლეს, მოტივად კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ არა ბათუმის მოვლენები, არამედ გენ.ინსპექციის დასკვნა დაასახელა. გია ხალვაში პოლიტიკაში მიდის. იგი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ქობულეთში, ხუცუბნის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.

ამავე კატეგორიაში