ხულოში სოფელ ბოძაურში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

25 ივლისი 2017, 00:00 3381 ნახვა

 ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოძაურში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. 50 ბავშვზე გათვლილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა მომავალი წლის ოქტომბრისთვის დასრულდება.

მშენებლობისთვის  283 ათას 555 ლარია გათვალისწინებული. საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო.  ზურაბ პატარაძე  რიყეთის თემში კულტურის სახლის მშენებლობის პროცესსაც გაეცნო. შენობაში განთავსდება საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა და სხვადასხვა საბავშვო კლუბი.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში