შსს-ს განცხადება

25 ივლისი 2017, 00:00 1202 ნახვა

“საოკუპაციო ზონა არის მაღალი რისკის არეალი, ამიტომ მოძრაობის "ძალა ერთობაშია" ინიციატივის განხორციელება მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია”-განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ საზოგადოებრივი მოძრაობის - „ძალა ერთობაშია“ ინიციატორებსა და ორგანიზატორებს და განუმარტეს ის რისკები და გამოწვევები, რომლებიც მათ ინიციატივას უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ საოკუპაციო ზოლთან ინტენსიურად მუშაობენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და შსს-ს დანაყოფები, რომლებიც ხელს უწყობენ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას და მონიტორინგის შესაბამისი ფუნქციებით არიან აღჭურვილნი. -აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში