რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი რჩება

26 ივლისი 2017, 00:00 2135 ნახვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დატოვა და ის კვლავ 7% შეადგენს. კობა გვენეტაძის განცხადებით,  2017 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირებული ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა,  ეროვნული ბანკის მიერ  შემუშავებულ პროგნოზთან შესაბამისობაშია.

 „ამ პროგნოზების მიხედვით, მიწოდების მხრიდან მოქმედი ერთჯერადი ფაქტორების ინფლაცია, მიმდინარე წლის მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა ნარჩუნდება, რაც გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გახდა - განმარტავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. 
მისივე თქმით, ივლისიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და 2018 წელს 3 %-იან მიზნობრივ მაჩვენებელს გაუთანაბრდება. სწორედ ამიტომ, კობა გვენეტაძის განცხადებით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ამ ეტაპზე კომიტეტმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

ამავე კატეგორიაში