"თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი

26 ივლისი 2017, 00:00 2905 ნახვა

პარლამენტი "თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს.  კანონპროექტის თანახმად,  სტანდარტიზებულ შეფუთვასთან დაკავშირებით რეგულაციების  იმპლემენტაციის ვადის, გონივრული ვადით გადაწევა ხდება. 

მთავრობას ვალდებულება ექნება, საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის და მისი შეფუთვის სტანდარტიზების, რეალიზაციისა და განლაგების წესი ნაცვლად 2017 წლის 1 ივლისისა,   2022 წლის 1 ივლისამდე დაამტკიცოს; ხოლო ნორმების ამოქმედების ვადად  2022 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრება.

საკითხს დღეს კომიტეტებში განიხილავენ. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში