საქართველოს პროკურატურისთვის უკრაინულ მხარეს ჯერ არ მიუმართავს

26 ივლისი 2017, 00:00 2553 ნახვა

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოსგან ლეონიდ ჩერნოვეცკის დაკავების ნებართვა მიიღო. გენერალური პროკურორის პრესმდივნის განცხადებით, მათი მიზანი კიევის გზაზე ვერტმფრენის დასაჯდომი მოედნის უკანონო მშენებლობის ფაქტზე კიევის ყოფილი მერის დაკითხვა. უწყების ინფორმაციით, ჩერნოვეცკი გამოძიებას თავს არიდებს და სასამართლომ დაპატიმრების ნებართვა გასცა.

2017 წლის 14 ივლისის გამოძიების მონაცემებით, გენერალური პროკურატურა ლეონიდ ჩერნოვეცკის სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს. უკრაინული მედიის ცნობით, საქართველოში მყოფი ჩერნოვეცკი უკრაინას შესაძლოა ინტერპოლის ინტერვენციის გარეშეც გადასცენ. თავად ჩერნოვეცკის მომხდარზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. კიევში, იუნესკოს მიერ დაცულ ისტორიულ ტერიტორიაზე ვერტმფრენის დასაჯდომი მოედნის მშენებლობა 2010 წლის ოქტომბერში დაიწყეს. 2015 წლის ზაფხულში გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ორგანოებს სამშენებლო სამუშაოების შესრულების ნებართვა არ გაუცია და მშენებლობა უკანონოდ ხორციელდებოდა.

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში