დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს აჭარის განათლების სამინისტრო დანიშნავს

26 ივლისი 2017, 00:00 2591 ნახვა

91 მომხრე 4 წინააღმდეგი პარლამენტმა უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა, რომლის მიხედვითაც ავტონომიურ რესპუბლიკას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დანიშვნისა და გათავისუფლების უფლება მიენიჭება.

ცვლილებები მაქსიმუმ ორ კვირაში ამოქმედდება.ამ დროისთვის აჭარაში 229 სკოლაა, აქედან 127-ში დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია.

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი ვლადიმერ მგალობლიშვილი აცხადებდა, რომ მიმდინარე წელს შესაძლოა რეგიონში სკოლის დირექტორების კონკურსი გაიმართოს. „სადაც ვერ მოხდება სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელის შერჩევა, აჭარის განათლების სამინისტრო მსგავს სკოლებში,  დირექტორს ძალიან ეფექტურად და სწრაფად დანიშნავს“ - განმარტავს დეპუტატი. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში