ანა დოლიძემ ირაკლი კობახიძეს უზრდელი უწოდა

26 ივლისი 2017, 00:00 4017 ნახვა

საქართველოს პაარლამენტმა პრეზიდენტის სამი ვეტო დაძლია. განხილვები ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობდა. პარლამენტის თავმჯდომარე და ანა დოლიძე სხდომაზე ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირპირდნენ. ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს პოლიტკორექტულობისკენ მოუწოდა. 

''ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა ჩვენ ვიხილეთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არის უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი. სამწუხაროდ ეს არის ქართული პოლიტიკის შარიკოვი, პერსონაჟია ბულგაკოვის ნაწარმოებიდან, რომელიც გარკვეული ვითარების გამო თანამდებობაზე მოხვდა და ყველას შეურაცხყოფას აყენებს. ის შეურაცხყოფას აყენებს ასევე ათიათასობით საჯარო მოხელეს, რომლებიც სახელმწიფო სამსახურებში მუშაობენ. ისინი არიან აკვარიუმში მოთავსებული თევზებივით, რომელთაც ხმის ამოღების უფლება არ აქვთ.დარწმუნებული ვარ ქართული საზოგადოება მსგავს ქცევას შესაბამის ადგილს მიუჩენს'' - აცხადებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.

ანა დოლიძე მართველი გუნდის დეპუტატი ზაზა გაბუნია პასუხობს:"მე მესმის მისი, თანავუგრძნობ , მთელი 8 საათის განმავლობაში მას მოუწია ფეხზე დგომა. ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტების, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების წარდგენა" - ამბობს გაბუნია.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში