უკრაინის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტიდან 10 დღეში საქართველოს ექს-პრეზიდენტს, უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს, ასევე ოდესის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს - ბრძანება გამოცემულია.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ,,უკრაინის პრეზიდენტის მიერ გამოცემული ბრძანების თანახმად, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ განკარგულება, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მოქალაქეობის საკითხზე მომუშავე კომისიას განსახილველად გადაუგზავნა.” პოროშენკოს ოფიციალურ საიტზე აღნიშნულის შესახებ ბრძანება არ გამოქვეყნებულა. მანამდე, პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია უკრაინის პარლამენტის დეპუტატმა იგორ მოსიჩუკმა გაავრცელა.