პარლამენტმა მარიხუანასა და კანაფთან დაკავშირებით კანონის ლიბერალიზაციას მხარი დაუჭირა

27 ივლისი 2017, 00:00 3889 ნახვა

 პარლამენტმა  მარიხუანასა და კანაფთან  დაკავშირებით  კანონის  ლიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო პაკეტი გუშინ მესამე  მოსმენით განიხილეს.  მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილება  81 ხმით, სამის წინააღმდეგ დაამტკიცეს.

კანაფის შემთხვევაში დიდი ოდენობა 50 გრამის ნაცვლად, განისაზღვრება 140 გრამის ოდენობით, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობა 250 გრამის ნაცვლად, 750 გრამით. მარიხუანას შემთხვევაში, დიდი ოდენობა 50 გრამის ნაცვლად განისაზღვრება 70 გრამით, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობა 100 გრამის ნაცვლად, განისაზღვრება 140 გრამის ოდენობით.ცვლილებები შედის ასევე ”სისხლის სამართლის კოდექსში“, რომლის თანახმად, დიდ ოდენობამდე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვისთვის  სასჯელის  სახედ აღარ გამოიყენება  თავისუფლების  აღკვეთა.

ამავე კატეგორიაში