ვის აძლევთ ხმას არჩვენებზე? - NDI-ს კვლევა

27 ივლისი 2017, 00:00 2248 ნახვა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილის პრეზენტაციას მართავს. დოკუმენტში საუბარია თბილისის მერობის კანდიდატებთან, პარტიების მხარდაჭერასთან და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული მიგნებებზე.

კითხვაზე ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, იმ გამოკითხულთაგან, ვინც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, 35%-მა არ იცის ვის მისცემდა ხმას, „ქართული ოცნებას“ 27%, ენმ-ს 8%, „ევროპულ საქართველოს“ კი - 3% მისცემდა ხმას.

რაც შეეხება გამოკითხულთა მთლიან რაოდენობას, მათგან 40%-მა არ იცის, ვის მისცემდა ხმას. გამოკითხულთა 22% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ - 7%, ხოლო „ევროპულ საქართველოს“ - 3%. გამოკითხულთა 32% მიიჩნევს,  რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უმთავრესი დაბრკოლება ამომრჩეველთა მოსყიდვაა.

ამავე კატეგორიაში