“შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი”

28 ივლისი 2017, 00:00 2370 ნახვა

შავი ზღვის ჯაზ - ფესტივალი კორი ჰენრის კონცერტით გაიხსნა. ამერიკელი პიანისტი  და ჯაზ - ორღანისტი 2 საათიანი პროგრამით წარსდგა მაყურებლის წინაშე. დღეს კი ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი სტუმარი -  ჯემიროქვაი გამართავს კონცერტს.  11 წლის შემდეგ ცნობილი ბრიტანული ბენდი ისევ საქართველოშია. ისინი მაყურებლის წინაშე ძველი ჰიტებით და ახალი ალბომით წარსდგებიან.

ჯგუფის წევრები და სოლისტი საქართველოში  ევროპა-აზიის ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდნენ. ორგანიზატორები კონცერტზე სრულ ანშლაგს ელიან. კონცერტს სავარაუდოდ 6 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრება. მისი დასრულების შემდეგ კი საფესტივალო კლუბში  მეთიუ ჰარტნეტი გამართავს კონცერტს. ამ წუთებში მუსიკოსი ბენდთან ერთად რეპეტიციას გადის.

ამავე კატეგორიაში