საპარლამენტო უმრავლესობის განცხადება

28 ივლისი 2017, 00:00 2108 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის პარლამენტში გამოსვლას და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებებს გამოეხმაურა. გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ ანა დოლიძე არც ძველი კომკავშირელია და არც ახალი კომკავშირის მშენებელი, არც "ნაციონალური მოძრაობიდან" პორტირებულია "ქართულ ოცნებაში" და არც მედროვე.

რაც შეეხება ანა დოლიძის გამოსვლას და ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარს - ”პარლამენტის თავმჯდომარე არის უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი, ეს არის ქართული პოლიტიკის „შარიკოვი“, - განაცხადა ანა დოლიძემ სხდომის შემდეგ. უფრო კონკრეტულად კი მას შემდეგ, რაც სხდომათა დარბაზში მას ირაკლი კობახიძე აჩერებდა და მიუთითებდა, რომ არ ჰქონდა პოლიტიკური განცხადებების გაკეთების უფლება და იგი მხოლოდ საჯარო მოხელე იყო. დღეს საპარლამენტო უმრავლესობამაც გაავრცელა განცხადება და პრეზიდენტს მოუწოდა, შეწყდეს მისი წარმომადგენლების მხრიდან პარლამენტისადმი უპატივცემულო დამოკიდებულება.

ამავე კატეგორიაში