საერთაშორისო საზღვაო სწავლება

30 ივლისი 2017, 00:00 2391 ნახვა

შსს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საერთაშორისო საზღვაო სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა. სწავლება პროგრამის - „პარტნიორობა მშვიდობისათვის“  ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობის ორგანიზებით, უკრაინის ქალაქ ოდესაში ჩატარდა.

ტრენინგის მიზანია აშშ-ს და ნატოს გაერთიანებული სწრაფი რეაგირების ძალების ოპერაციის მხარდაჭერა და საზღვაო ძალებს შორის თანამშრომლობის და კოორდინაციის ამაღლება. სწავლებაში ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, ბულგარეთის, კანადის, გერმანიის, საბერძნეთის, რუმინეთის, უკრაინის, მოლდოვის, პოლონეთის, აზერბაიჯანის, ბელგიის, საფრანგეთის, ნორვეგიისა და შვეიცარიის შესაბამისი უწყებები მონაწილეობდნენ.

ამავე კატეგორიაში