ქედის სარეზერვო ფონდი

30 ივლისი 2017, 00:00 2989 ნახვა

ქედის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან ბოლო 7 თვის განმავლობაში 67 ათას 260 ლარი დაიხარჯა.

ქედის გამგებლის ინფორმაციით, თანხის ძირითადი ნაწილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე, ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობასა და საზღვარგარეთ რამდენიმე გადაუდებელი ოპერაციის დაფინანსებისთვის გადანაწილდა. ქედის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდი წელს 86 ათასი ლარია.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში