მაიკ პენსის ვიზიტი - საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ეწვევა

31 ივლისი 2017, 00:00 2221 ნახვა

დღეს საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ეწვევა. 19 საათზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მაიკ პენსის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, მეუღლესთან  და დელეგაციასთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს. ხვალიდან კი ოფიციალური შეხვედრები გაიმართება. მაიკ პენსი გიორგი კვირიკაშვილს შეხვდებ, რომლის შემდეგაც პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. მოგვიანებით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე სამხედროებს შეხვდება.

ამავე კატეგორიაში