ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოშია

31 ივლისი 2017, 00:00 2346 ნახვა

ამერიკის შეერთბული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი დღეს დაიწყო.  მაიკ პენსის თვითმფრინავი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში  ჩამოფრინდა, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მაიკ პენსსა და მის მეუღლეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი დახვდა. გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი  საქართველოში ორდღიანი ვიზიტით ჩამოვიდა. 

რამდენიმე წუთში მაიკ პენსს მეუღლესთან და დელეგაციის წევრებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს. ვახშამს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც დაესწრება. 
ხვალ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გიორგი კვირიკაშვილისა და  ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართება. აუდიენციის დასრულების შემდეგ კი პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. ხვალვე  მაიკ პენსი სწავლების „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე სამხედროებს შეხვდება.

ამავე კატეგორიაში