ტურისტული ობიექტები ბიუჯეტის ხარჯზე

31 ივლისი 2017, 00:00 2763 ნახვა

''ჭაჭის თაურისთვის,” რომლის მშენებლობაც ბათუმის მერიას 5 წლის წინ 800 ათასი ლარი დაუჯდა, ახლა 19 ათასი ლარი გამოიყო. თანხა საათის შეკეთებას მოხმარდება, რომელიც მეხის დაცემის შედეგად დაზიანდა. დაზიანებულია ჭაჭის ჩამოსასხმელი აპარატიც, თუმცა როდის შეაკეთებენ, ამის შესახებ ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს უფროსს ინფორმაცია არ აქვს.

ალექსანდრე თეზაძე ამბობს, რომ მის ფუნქციებში მხოლოდ მოვლა-პატრონობა შედის და მერიასთან ერთად მუშაობენ ობიექტის გასხვისებაზე, თუმცა რა ფორმით, არ აკონკრეტებს. იგივეს ამბობენ ბათუმის მერიის პრეს-სამსახურში. ქალაქის ბიუჯეტიდან 20 ათასი ლარი ნურიის ტბის გათევზიანებისთვისაც გამოიყო. დაგეგმილია აერაციის სისტემის გადახურების საწინააღმდეგო და საკონტროლო აღჭურვილობის შეძენა. სისტემა ტბაში  გასულ  წელს დაამონტაჟეს.

ამავე კატეგორიაში