ბათუმის აიპებითვის 2 მილიონზე მეტი ლარი გამოიყო

31 ივლისი 2017, 00:00 2277 ნახვა

 საქართველოსა და აჭარის მთავრობას  კ2  კოეფიციენტის გაზრდის მეორედ მოთხოვნის უფლება შეეზღუდა იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც განაშენიანების ინტენსივობის ზრდა უკვე განხორციელდა. დღესვე დეპუტატების უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ კოეფიციენტის გაზრდა დაუშვებელი იქნება თუ მშენებლობა 500 კვადრატულ მეტრზე მიმდინარეობს. ნებართვა გაიცემა მხოლოდ 501 და მეტი ფართობის შემთხვევაში. ამ საკითხის გამო ოპოზიციამ მმართველი გუნდი გააკრიტიკა.

ცვლილებებს მხარი 10-მა დეპუტატმა დაუჭირა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ბიუჯეტი  2 მილიონ ლარზე მეტით  გაიზარდა და მერიის სხვადასხვა სამსახურზე გადანაწილდა, მათ შორის თანხა დაემატა ბაღების გაერთიანებას, ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს, გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურს, ბათუმის კორპუსს და ბათუმის “დინამოს.” 

ამავე კატეგორიაში