მაიკ პენსი: დადგება დრო, როდესაც საქართველო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას აღნიშნავს

01 აგვისტო 2017, 00:00 3898 ნახვა

დადგება დრო, როდესაც საქართველო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას აღნიშნავს -  ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მთავარ გზავნილებზე დღეს პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მაიკ პენსის თქმით,  შეერთებული შტატები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს. მუშაობენ იმისათვის, რომ სტრატეგიული და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა  გამყარდეს.  უსაფრთხოების კუთხით   მუშაობა  კი აქტიურად  გაგრძელდეს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესს, ამერიკა მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას“ - განაცხადა მაიკ პენსმა სიტყვით გამოსვლისას. ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის მკაცრს პასუხს გასცემს იმ ქვეყნებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიაონობას დაარღვევენ. ”მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს მოსახლეობის გმირობა ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე. საქართველო იმყოფებოდა საპყრობილეში საბჭოთა კავშირში, შემდეგ  ეს სასტიკი რეჟიმი დაიმსხვრა. საქართველომ  დასავლეთის და ევროპის ქვეყნებს მხარდაჭერისთვის ხელი გაუწოდა.  - აღნიშნა მაიკ პენსმა.

 

ამავე კატეგორიაში