ვიცე-პრეზიდენტი: ამერიკა ყოველთვის მკაცრ პასუხს გასცემს იმ ქვეყნებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიაონობას დაარღვევენ

01 აგვისტო 2017, 00:00 2657 ნახვა

პრესკონფერენციაზე ვიცე-პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხეს. შეკითხვების ძირითადი ნაწილი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და სტრატეგიულ თანამშრომლობას ეხებოდა.

ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის მკაცრს პასუხს გასცემს იმ ქვეყნებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიაონობას დაარღვევენ. ”მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს მოსახლეობის გმირობა ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე. საქართველო იმყოფებოდა საპყრობილეში საბჭოთა კავშირში, შემდეგ  ეს სასტიკი რეჟიმი დაიმსხვრა. საქართველომ  დასავლეთის და ევროპის ქვეყნებს მხარდაჭერისთვის ხელი გაუწოდა.  - აღნიშნა მაიკ პენსმა.

დარწმუნებული ვართ, რომ დიალოგი მოგვიტანს უკეთეს შედეგებს და ხანგრძლივი კონფლიქტების მოგვარების შესაძლებლობას უკრაინაში, საქართველოში და სხვა რეგიონებში, - ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ”ვაშინგტონ პოსტის” შეკითხვას, რომელიც რუსეთის მიერ ბოლო დროს გადადგმულ ნაბიჯებს შეეხებოდა.
”პრეზიდენტმა ტრამპმა გამომგზავნა მე აღნიშნულ ტურნეში, რათა ნათელი გზავნილი მიმეტანა ბალტიის ქვეყნებისთვის, საქართველოსა და მონტენეგროსთვის, რომ ამერიკა გვერდში უდგას მშვიდობისმოყვარე ქვეყნებს” - აღნიშნა მაიკ პენსმა. ვიცე-პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის დესტაბილიზაცია და ტერორიზმის მხარდამჭერი რეჟიმების მხარდაჭერა, პროცესს ართულებს. ''ჩვენ გამოვდივართ პრინციპიდან, - მშვიდობა და სიმტკიცე -  აღნიშნა ვიცე-პრეზიდენტმა. პენსი დარწმუნებულია, რომ მომავალში რუსეთთან დიალოგის განხორციელება შესაძლებელი იქნება. 

 ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის მკაცრს პასუხს გასცემს იმ ქვეყნებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიაონობას დაარღვევენ. ”მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს მოსახლეობის გმირობა ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე. საქართველო იმყოფებოდა საპყრობილეში საბჭოთა კავშირში, შემდეგ  ეს სასტიკი რეჟიმი დაიმსხვრა. საქართველომ  დასავლეთის და ევროპის ქვეყნებს მხარდაჭერისთვის ხელი გაუწოდა.  - აღნიშნა მაიკ პენსმა.

მაიკ პენსის თქმით, ეკონომიკური კუთხით მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. „მივესალმები იმას, რომ საქართველოში ყველა მოქალაქეს უფრო და უფრო მეტი შესაძლებლობები ეხსნება. ანაკლიის პორტი ამის  საუკეთესო გამოხატულებაა. ბატონი დონალდ ტრამპის სიტყვებს კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ჩვენ თქვენს გვერდზე ვართ, ვაგრძელებთ მოკავშირეობას, საქართველოს მომავალი დასავლეთთან არის დაკავშირებული“ - აცხადებს ვიცე-პრეზიდენტი.  

 

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში