ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის მთავარი გზავნილები

01 აგვისტო 2017, 00:00 2494 ნახვა

''ამერიკა გმობს რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებს, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მკაცრს პასუხს გასცემს მათ ვინც საქართველოს ტერიტორიებს ხელყოფს”-ეს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტისას განაცხადა. მაიკ პენსმა  ორი ქვეყნის უერთიერთობაზე ისაუბრა და  თქვა, რომ ყველა მის მიერ გაკეთებული განცხადება  საქართველოში, არის  პრეზიდენტ ტრამპის გზავნილი.  ყველაზე მეტი დრო სიტყვით გამოსვლის დროს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას  დაუთმო.

პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვებიც მცოცავ ოკუპაციას, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასა და ამ გზაზე ამერიკის როლს ეხებოდა.  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერი განცხადების გამო  გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკელ მაღალჩინოსანს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხში, ამერიკის  მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.  მაიკ პენსმა ბუქარესტის სამიტის 2008 წლის გადაწყვეტილებაც ახსენა და თქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მხარს უჭერს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რითაც საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში