პრეზიდენტი: საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა არ აღმოჩნდა საკმარისი, რუსეთის შესაჩერებლად საქართველოში არ მოქცეულიყო ისე, როგორც საკუთარ მამულში

01 აგვისტო 2017, 00:00 2041 ნახვა

''საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა არ აღმოჩნდა საკმარისი, რუსეთის შესაჩერებლად საქართველოში არ მოქცეულიყო ისე, როგორც საკუთარ მამულში“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას. გიორგი მარგველაშვლის, თქმით რამდენიმე ათეული კილომეტრის მოშორებით მავთულხლართებია აღმართული, რომელიც მოქალაქეებს თავისუფალ მოძრაობაში ხელს უშლის. ადამიანებს კი მხოლოდ ქართველობისთვის დევნიან. ქვეყნის პირველმა პირმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გააკეთა აქცენტი.

„ქართველი და ამერიკელი სამხედროები ჩვენი ღირსების, უსაფრთხოების, ჩვენი ხალხის თავისუფლებისათვის გვერდიგვერდ იბრძვით. ამიტომ ხართ ღირსეულები და ეს პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია. სწრაფვა თავისუფლებისათვის, ეს ის ღირებულებაა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს - აღნიშნა ქვეყნის მთავარსარდალმა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველომ უნდა მიაღწიოს სტაბილურობასა და მშვიდობას.

„ჩვენი ქვეყანა, როგორც ევროპული სახელმწიფო იძლევა დამატებით შესაძლებლობებს, რათა აღმოსავლეთთან და დასავლეთთან კავშირები გამყარდეს. გვჭირდება მყარი მოწოდება და მხარდაჭერა“. საქართველოს პრეზიდენტი მაიკ პენსთან ერთად „ღირსეული პარტნიორის“ ქართულ და ამერიკულ კონტიგენტს შეხვდა. სამხედრო წვრთნების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მასშტაბურ წვრთნებში ამერიკული ჯავშანტექნიკა – სტრაიკერები პირველად მონაწილეობს. სამხედრო ტექნიკა სენაკიდან მარშირებით გუშინ 16 საათზე გავიდა და თბილისში, ვაზიანის ბაზაზე განთავსდა. მანამდე კი ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორის კოლონა ქუთაისის, ზესტაფონისა და ხაშურის ცენტრებში, ასევე გორისა და თბილისის ქუჩებში გაჩერდა.

ამავე კატეგორიაში