''აფხაზეთში ვლადიმერ პუტინის ჩასვლა - ეს არის ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელება'' - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

02 აგვისტო 2017, 00:00 2320 ნახვა

“აფხაზეთში ვლადიმერ პუტინის ჩასვლა  - ეს არის ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელება”  – ასე შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, დეფაქტო აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის შესაძლო ვიზიტი.

“ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა, არის ძალიან მტკიცე. შეიძლება ითქვას, რომ ეს ბრძოლა საქართველოს ნამდვილად მოგებული აქვს. ქმედებები, რომელსაც რუსეთი რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში ახორციელებდა,  არის მცდელობა, რომ ისტორიული უსამართლობის ლეგიტიმაცია მოახდინოს.  მინდა ავღნიშნო რომ ეს სრულიად წაგებული ომია” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტი მრჩეველმა.  თენგიზ ფხალაძე ამბობს, რომ მსგავსი ტიპის ქმედებები პირველ რიგში რუსეთის ფედერაციის იმიჯს ზიანს აყენებს. 
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს გეგმავს. კრემლის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის პირველი პირი დეფაქტო აფხაზეთს სავარაუდოდ 8 აგვისტოს ეწვევა.

ამავე კატეგორიაში