ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ქედაში პარტიის წევრები ტოვებენ

02 აგვისტო 2017, 00:00 3857 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქედაში სამმა წევრმა დატოვა. მათ შორისაა პარტიის აღმასრულებელი მდივანი ზვიად თურმანიძე. ცნობილია, რომ ომარ ავალიანი, იზოლდა ბარამიძე და ზვიად თურმანიძე საქმიანობას პარტია „ევროპულ საქართველოში“ გააგრძელებენ.ნაციონალური მოძრაობის უკვე ყოფილი წევრები მიზეზებზეც საუბრობენ. ზვიად თურმანიძის თქმით, პარტიის თავმჯდომარე ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს ღებულობდა, რაც თანაგუნდელების პროტესტისა და პარტიიდან წასვლის მიზეზი გახდა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებს. ვაჟა ბოლქვაძე განმარტავს, რომ თანაგუდელების გაღიზიანება საარჩევნო სიების დაკომპლექტების პროცესს უკავშირდება. ისინი ბოლო პოზიციებზე მოხვდნენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ამბობს, რომ მოახლოებული თვითმართველობის არჩევნებისთვის, სია ფარული კენჭისყრით შეადგინეს.

რეგიონში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორად გაყოფის პროცესი და პარტიიდან  წევრების გადინება მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო. ისინი ე.წ. ბოკერია-უგულავას გუნდს შეუერთდნენ. ხულოს ორგანიზაცია ერთ-ერთი პირველი იყო, საიდანაც ყველაზე მეტი წევრი წავიდა. მათ შორის იყო ორგანიზაციის ხელმძღვანელი კახა დეკანაძე. მოგვიანებით აჭარაში პარტიის რიგები დატოვეს  ლიდერებმაც.  ერთ-ერთი იყო, საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი პეტრე ზამბახიძე. ის რაულ თავართქილაძესთან ერთად „ევროპულ საქართველოში“  გადავიდა.   

ნაციონალური მოძრაობის წევრები, ყოფილ ლიდერ მიხეილ სააკაშვილს გასული წლის დეკემბერში დაუპირისპირდნენ. 

აჭარაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორად გაყოფის პროცესი და პარტიიდან  წევრების გადინება მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო. ისინი ე.წ. ბოკერია-უგულავას გუნდში გადავიდნენ. ხულოს ორგანიზაცია ერთ-ერთი პირველი იყო, საიდანაც ყველაზე მეტი წევრი წავიდა. მათ შორის იყო ორგანიზაციის ხელმძღვანელი კახა დეკანაძე. მოგვიანებით აჭარაში პარტიის რიგები დატოვეს  ლიდერებმაც.  ერთ-ერთი იყო, საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი პეტრე ზამბახიძე. ის რაულ თავართქილაძესთან ერთად „ევროპულ საქართველოში“  გადავიდა. ,,ერთიანი   ნაციონალური მოძრაობის” წევრები, ყოფილ ლიდერ მიხეილ სააკაშვილს გასული წლის დეკემბერში დაუპირისპირდნენ.

ამავე კატეგორიაში