წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო-შეფასებები

08 ივნისი 2016, 00:00 3872 ნახვა

საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. შესაბამისად დღეიდან ძალაში შედის ის შეზღუდვები, რაც სახელმწიფო სტრუქტურების, სახელმწიფო მოხელეებისა და თანამდებობის პირების მიმართ არსებობს. პრემიერ-მინისტრმა არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გამოცემულ განკარგულებებს ხელი დღეს მოაწერა. საქართველოს საპარლამენტო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ განკარგულებები პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა, დაიწყება ის ძირითადი ღონისძიებები, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციებს და კანდიდატებს უკავშირდება.

ამავე კატეგორიაში