პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა

08 ივნისი 2016, 00:00 3795 ნახვა

,,საქართველო ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორია”, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, გიორგი მარგველაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა საქართველოს წვლილს საერთაშორისო მისიებში და აღნიშნა, რომ ქართველი სამხედროები ნატო-ს კოლეგებთან ერთად მხარდამხარ იბრძვიან. მან ასევე  საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობა მიმოიხილა და არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაზე, ასევე საწვრთნელი ცენტრის მუშაობაზე ისაუბრა. 

ამავე კატეგორიაში