ქართველი სამხედროები ავღანეთიდან დაბრუნდნენ

04 აგვისტო 2017, 00:00 2158 ნახვა

ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული.  ჯარისკაცები ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში „მტკიცე მხარდაჭერის“  მისიას მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ 7 თვის განმავლობაში ასრულებდნენ.

გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში მყოფი  ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა, მოკავშირე და ადგილობრივი  უსაფრთხოების ძალების მხარდაჭერა და  სწრაფი რეაგირება იყო. სამხედროები III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა ჩაანაცვლა.

ამავე კატეგორიაში