სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომლების ანაზღაურება - განცხადებები

04 აგვისტო 2017, 00:00 3113 ნახვა

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებას მოუწოდებს ხულოს ფაბრიკაში დასაქმებულების სახელფასო ფონდი გადაამოწმონ. ირაკლი ჯორბენაძე ირწმუნება, რომ დასაქმებულებს თვენახევარია ხელფასი არ აუღიათ, ამის გარდა, მათი ანაზღაურება მწირია.

ბრალდებას საქართველოს პარლამეტში მაღალმთიანი დასახლების მაჟორიტარი დეპუტატი გამოეხმაურა. ანზორ ბოლქვაძის განცხადებით, სამკერვალო ფაბრიკის ხელმძღვანელთან მოლაპარაკება დაწყებულია და დასაქმებულებს ხელფასები უახლოეს დღეებში დაერიცხებათ. ხულოს სამკერვალო ფაბრიკა ოთხი თვის წინ გაიხსნა, აქ 35 ადგილობრივია დასაქმებული.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში