“ღირსეული პარტნიორი 2017”

04 აგვისტო 2017, 00:00 2465 ნახვა

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის მიმდინარეობას პირადად გაეცნო. გენერალ-ლეიტენანტ ფრედერიკ ბენ ჰოჯესს მრავალეროვნული სწავლების სწავლების გეგმა წარუდგინეს და ქვედანაყოფების ჩართულობის, მათი როლის, გამოყენებული ტექნიკის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

გენერალ-ლეიტენანტი ფრედერიკ ბენ ჰოჯესი საქართველოს სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის ფარგლებში ჩამოვიდა. საქართველო ბოლო ქვეყანაა, სადაც ამერიკელი გენერალი ევროპაში აშშ-ის არმიის სარდლის რანგში ვიზიტს ახორციელებს.

ამავე კატეგორიაში