ნატო-ს მისიის ხელმძღვანელის სამძიმარი

04 აგვისტო 2017, 00:00 2028 ნახვა

ნატოს წარმომადგენლების სამძიმარი ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო.  ნატოს ხელმძღვანელმა პირებმა ალიანსის სახელით სამძიმარი გამოუცხადეს საქართველოს, თავდაცვის სამინისტროსა და დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახს.

ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო მწუხარებას იზიარებს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მეთაური, გენერალი ჯონ ნიკოლსონი: „ჩვენ ვლოცულობთ ავღანეთში მყოფ 900-მდე ქართველი სამხედრო მოსამსახურისთვის, რომლებიც დაღუპულ თანამებრძოლს გლოვობენ. საქართველოს, როგორც ყველაზე დიდი ნატოს არაწევრი კონტრიბუტორი ქვეყნის წვლილი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მისიისთვის. ამ მძიმე წუთებში, მათ გვერდში დგომა ჩვენთვის დიდი პატივია“.

ამავე კატეგორიაში