ავღანეთში  დაშავებული  სამხედროების  ჯანმრთელობის მდგომარეობა 

04 აგვისტო 2017, 00:00 2136 ნახვა

თავდასხმის  შედეგად დაშავებული ორი სამხედრო მოსამსახურის,  კაპიტან  მიხეილ გვირჯიშვილისა და უფროსი ლეიტენანტ გიგა ხახუტაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ ბაგრამის საავიაციო ბაზის ჰოსპიტალში ოპერაცია დაუყონებლივ ჩაუტარდათ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  დაშავებული სამხედროები ამჟამად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და იგეგმება მათი გერმანიის ქალაქ ლანდშტულის რეგიონალურ სამედიცინო ცენტრში გადაყვანა. კაპრალი გეგა ხარშილაძე კი, ბაგრამის სამედიცინო დაწესებულებიდან შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ გუშინვე გაეწერა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში